English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ეთნოდემოგრაფიული პროცესები და ეთნოკონფლიქტები საქართველოში

1990-იანი წლების დასწაყისში რუსეთის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები მიმართული იყო საბჭოთა იმპერიიდან საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის და ჩამოყალიბების წინააღმდეგ. აღნიშნული ეთნოკონფლიქტების ნეგატიური შედეგები დღესაც უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოზე. აღნიშნული ნაშრომის დაწერის მიზანი იყო გამოგვეკვლია, ხომ არ წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე ეთნოდემოგრაფიული პროცესები კონფლიქტების ერთ-ერთ მიზეზს. ამ მიზნით, პრობლემასთან დაკავშირებულ ისტორიულ და თანამედროვე სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ XIX საუკუნიდან 1990-იან წლებამდე, საქართველოში მიმდინარე ეთნოდემოგრაფიული პროცესები არ შეიძლება გამხდარიყო ეთნოკონფლექტების მიზეზი. ისტორიულად, აფხაზი და ოსი ეროვნებების მოსახლეობა ქართველებთან შედარებით უკეთეს დემოგრაფიულ ვითარებაში ცხოვრობდა. უკანასკნელი 1959-1979 წლების სტატისტიკით ქართველებისთვის დამახასიათებელი იყო შობადობის დაბალი და მოკვდაობის მაღალი დონე აფხაზებთან და ოსებთან შედარებით, რაც განაპირობებდა ამ უკანასკნელთა მაღალ ბუნებრივ მატებას ქართველებთან შედარებით. დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, საკონფლიქტო სიტუაცია უფრო ქართველებს გვქონდა. ცხადია, რომ არც აფხაზების, არც ოსების დემოგრაფიული განვითარების შეზღუდვა არ ხდებოდა. შესაბამისად, ეთნოდემოგრაფიული პროცესები ვერ გახდებოდა ეთნოკონფლიქტების მიზეზი. აღნიშნული კონფლიქტები ეთნოკონფლიქტები არ იყო.  ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, რისთვისაც გამოიყენეს აფხაზი და ოსი ერი, ხოლო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ღიად მოახდინეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლებით.

საკვანძო სიტყვები: ეთნიკური სტატისტიკა, მოსახლეობის აღწერები, ბუნებრივი მატება, ეთნოდემოგრაფიული პროცესები, ეთნოკონფლიქტები.

JEL Codes: J11, J15, D74   

ლიტერატურა:

  • ახალაია ნ. (2009). გორის მოსახლეობის სტატისტიკურ-ეკონომიკური კვლევა. თბილისი. გამომცემლობა „უნივერსალი“.  გვ.120-127.
  • ანთაძე კ. (1973). საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში. თბილისი. გამომცემლობა „განათლება“.  გვ.83-139.
  • თოთაძე ა. (1999). საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულების  მიჯნაზე. თბილისი. გამომცემლობა „სამშობლო“. გვ.215-274.
  • თოთაძე ა. (2006). ოსები საქართველოში. მითი და რეალობა. თბილისი. გამომცემლობა.  „უნივერსალი“. გვ.28-33.
  • თოთაძე ა. (1993). საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი. თბილისი. გამომცემლობა.  „სამშობლო“. გვ.60-65.
  • Тотадзе А.  (1994). Население Абхазии. Осетины в Грузии. Тбилиси. изд. Самшобло. стр.9-12.
  • საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. (1991). სტატისტიკური კრებული. თბილისი. გამომცემლობა „ცენტრი“. გვ. 5-12.
  • საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი  I. (2003). თბილისი. გამომცემლობა „ცენტრი“. გვ. 100-111.
  • ჯაოშვილი ვ. (1984). საქართველოს მოსახლეობა XVIII- XX საუკუნეში. თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“. გვ. 90-98.
  • ჯაოშვილი ვ. (1996). საქართველოს მოსახლეობა. თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“. გვ. 80-92.
  • ხმალაძე მ. (1995). საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებები და ეკონომიკური შედეგები. სადოქტორო დისერტაცია. გვ.161-377.